ვილი სანიოლი წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა ნომინირებული

Published:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოეზეა ნომინირებული.

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კაცთა ეროვნული ნაკრების 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ნომინაციაში 20 მწვრთნელი დაასახელა, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრების ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლიც მოხვდა.

ჩვენი ნაკრების ფრანგი სპეციალისტის გარდა, ნომინაციაში ევროპის ჩემპიონი ლუის დე ლა ფუენტზე და ჯილდოს მოქმედი მფლობელი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონია.

ნომინანტთა სია ასე გამოიყურება: ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეთ საუთგეიტი (ინგლისი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), იულიან ნაგელსმანი (გერმანია), ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ნაკრების მწვრთნელი), მურატ იაკინი (შვეიცარია), ლიონელ სკალონი (არგენტინა), ნესტრო ლორენსო (არგენტინა, ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი), ფერნანდო ბატისტა (არგენტინა, ვენესუელის ნაკრების მწვრთნელი), ჯესი მარში (აშშ, კანადის ნაკრების მწვრთნელი), ტომას კრისტიანსენი (ესპანეთი, პანამის ნაკრების მწვრთნელი), ემერს ფაე (კოტ დ’ივუარი), ჟოზე პეზეირო (პორტუგალია, ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი), ჰუგო ბროსი (ბელგია, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი), ბარტოლომე მარკესი (ესპანეთი, კატარის ნაკრების მწვრთნელი), ჰუსეინ ამუტა (მოროკო, იორდანიის ნაკრების  მწვრთნელი) და დარენ ბეიზლი (ინგლისი, ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი).

47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლიდან წვრთნის. მისი თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ისტორიაში პირველად, იასპარეზა და ტურნირის 1/8 ფინალშიც იასპარეზა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img