თურქეთში 5 სართულიან კორპუსში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა – არის მსხვერპლი

Published:

თურქეთში, ჩორუმში, 5 სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულებს შორის 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, კორპუსთან გაჩერებული ავტომობილებიც დაზიანდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img