ოპოზიციური პარტიების პროტესტი დღეს სააპელაციო სასამართლოსთან გაგრძელდება

Published:

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიამ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“.

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“, – წერს მელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img