Fox News-ის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს მიმართა.
შეძახილებისა და ტაშის ფონზე ტრამპი სცენაზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, ჯი დეი ვენსთან, ოჯახის წევრებთან და კამპანიის წევრებთან ერთად გავიდა.
როგორც ტრამპის გამოსვლიდან ჩანს, იგი თავს უკვე მიიჩნევს გამარჯვებულად მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კოლეგიის ხმების უმრავლესობა ჯერ არ არ მოუპოვებია.
“ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას გამოჯანმრთელებაში”, – განაცხადა ტრამპმა და პირობა დადო, რომ “გამოასწორებს” საზღვრებს.
“ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ”, – თქვა ტრამპმა.