ნიკოლაზ ბასილაშვილმა შინტარო მოჩიზუკისთან წააგო

Published:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის ქალაქ მაცუიამაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ქართველი იაპონელ ჩოგბურთელ შინტარო მოჩიზუკისთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლა.

წლის ბოლომდე ნიკოლოზი კიდევ რამდენიმე ჩელენჯერზე მიიღებს მონაწილეობას. ის, სავარაუდოდ, 2025 წლიდან ATP-ის უმაღლესი კატეგორიების შეჯიბრებებზე გამოჩნდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img