სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა პროცესი, რომელიც 14 საათზე იყო ჩანიშნული. ისევ უცნობია მოსამართლეთა შემადგენლობა, რომელმაც საიას საარჩევნო დავები უნდა განიხილოს.
სააპელაციომ რამდენიმე ასეული სარჩელი გააერთიანა, სადაც საუბარია დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი – ფარულობის დარღვევის შემთხვევები.
დღევანდელი სხდომა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით ვეღარ გასაჩივრდება.
მესამე მხარედ არიან დავებში ჩართული პოლიტიკოსები.
იქამდე კი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლაზე.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების გარდა, მეორე ინსტანციამ დღეს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეც უნდა იმსჯელოს, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა.