უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას. ვიხსენებ ჩვენი დიდებულ შეხვედრას სექტემბერში, როცა განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დეტალები, ჩვენი გამარჯვების გეგმა და უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულების გზები.
მე ვაფასებ გლობალურ საკითხებში „მშვიდობა სიმტკიცის მეშვეობით” მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიახლოება. ვიმედოვნებ, რომ ამას ერთად მოვიყვანთ მოქმედებაში. ჩვენ ველით ძლიერი ამერიკის ერას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ლიდერობის ქვეშ. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას ამერიკაში.
ჩვენ ინტერესშია ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. უკრაინა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ძალა ევროპაში, მზადაა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილოთ აშშ-სთან უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების გზები”, – წერს ზელენსკი X-ზე.