ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მიწვევა მიიღო

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეთავაზება, შეხვედრა თეთრ სახლში, რათა განიხილონ ძალაუფლების გადაცემის საკითხი. ამის შესახენ The Associated Press ტრამპის შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

 შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ბაიდენის მოწვევა, შეხვედესთეთრ სახლში ხელისუფლების გადაცემის საკითხის განსახილველად.

შეხვედრის თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ ტრამპის შტაბის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა თქვა, რომ ის “მალე გაიმართება”.

ჩუნგმა დასძინა, რომ ტრამპმა „ძალიან დააფასა“ ბაიდენის მისასალმებელი მოწოდება.

შეგახსენებთ, ბაიდენი ტრამპს ხელისუფლების გადაბარების თაობაზე ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრაზე მიიწვია.

5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img