უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალი დაიღუპა

Published:

უკრაინაში 6 ნოემბერს მოკლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო.

მისი სიკვდილის გარემოებები ამ დრომდე ზუსტდება. ეს არის მერვე რუსი გენერალი, რომელიც დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

კლიმენკო მეთაურობდა დონეცკის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას.

2023 წელს ბრიგადა, ისევე როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სამხედრო ფორმირებების უმეტესობა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა.

გენერლის დაღუპვა BBC-სთან საუბარში მისმა ახლო ნათესავმა დაადასტურა.

კლიმენკოს დონეცკში საწამებელი ბანაკის შექმნაში ადანაშაულებდნენ, სადაც მედიისა და დაღუპულთა ახლობლების ცნობით, რუს ჯარისკაცები აწამებდნენ.

გენერალს ასევე ადანაშაულებდნენ ჯარისკაცების «საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img