ისრაელის მედია – „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ

Published:

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.

ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ თამაშის შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი ადამიანები თავს ესხმიან ებრაელ გულშემატკივრებს, ზოგიერთ თავდამსხმელს ხელში პალესტინის დროშები უჭირავს და ყვირის „თავისუფალი პალესტინა“. ებრაული მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ისრაელის ზოგიერთ მოქალაქეს პასპორტები მოჰპარეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img