აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი სუზი უაილზი იქნება, ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამრიგად, ტრამპმა საკვანძო თანამდებობა მიანდო პოლიტიკურ სტრატეგს, რომელიც დაეხმარა მას არჩევნებში გამარჯვებაში.
ტრამპის მხრიდან ეს დანიშვნა პირველი საკადრო გადაწყვეტილებაა, უაილზი გახდება პირველი ქალი, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.
„სუზი უაილზი დამეხმარა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვების მოპოვებაში; ის იყო ჩემი ორივე წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი 2016 და 2020 წლებში. სუზი არის ძლიერი, ჭკვიანი, ინოვაციური და სარგებლობს დიდი პატივისცემით, ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენი ქვეყნის სიამატე იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
Reuters -ის ცნობით,სუზი უაილზი რონალდ რეიგანის 1980 წლის საპრეზიდენტო შტაბში მუშაობდა.