პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

Published:

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: „სანქციები ივანიშვილს“, „საქართველო არის ევროპა“. აქციას ასევე ორგანიზაცია „დაიტოვეს” წევრებიც შეუერთდებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ორბელიანების სასახლესთან აქციის მიზანია, რომ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„ვაპროტესტებთ წართმეულ არჩევნებს, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს მოიგო. დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ პარტნიორებს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდები არჩევნების მოპარვას არ დავუშვებთ. გვინდა, რომ არჩევნები დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყველა გარეთ გამოვიდეს, არ არის ნიჰილიზმის დრო!”- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა, სალომე მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img