„გორმედის” სამედიცინო ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

Published:

„გორმედის” სამედიცინო ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდათ.

„4 ნოემბრიდან ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის დაიწყო და ამ დრომდე უკვე ასობით მსურველი აიცრა. აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარისთვის სრულიად უფასოა.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img