ბაქოში, კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო, ერთობლივ ფოტოზე უარი თქვა

Published:

ბაქოში კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამიტის მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს იქ ყოფნის გამო, უარი თქვა. 

ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, “ოჯახური ფოტო” (Family Photo – ერთობლივი სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდენტს არ სურდა  ლუკაშენკოსთან საერთო ფოტო ჰქონოდა,” – განუცხადა Polsat TV-ს პოლონეთის ლიდერის დელეგაციის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი  სადირ  ჯაფაროვი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დგანან.

კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენცია 11 ნოემბერს ბაქოში გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტს 200 ქვეყნიდან თითქმის 67 ათასი ადამიანი ესწრება. სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img