თამარ კორძაია – საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას ვითხოვთ

Published:

ჩვენ ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დაიკითხოს დღეს სასამართლოზე, – ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას განცხადებით, ასევე ითხოვენ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას, რადგან ის აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან ბუნდოვანი და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.

„ჩვენ დღეს ვაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას. პირველ რიგში ჩვენ ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დაიკითხოს დღეს სასამართლოზე. ჩვენ ასევე ვითხოვთ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას, რადგან ის აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან ბუნდოვანი და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ჩვენ დამატებით ვითხოვთ ისევ ჩატარდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა ხმის ფარულობის ნაწილში, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ აღდგენილა სრული სურათი, რაც უკავშირდება ხმის მიცემის პროცედურას და ფარულობის დაცვას. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ცესკოსგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, რადგან ჩვენ გვქონდა განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია და ცესკომ არაფერი არ მოგვაწოდა, შესაბამისად შუამდგომლობა დავაყენეთ სასამართლოსთან, მაგალითად ბიულეტენების დაბეჭდვასთან დაკავშირებით რომელ ორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ. რასაც ცესკო ჩვენ არ გვაწვდის და შუამდგომლობის სახით ვაყენებთ სასამართლოს წინაშე, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ერთ რამეს, რომ სასამართლომ მიიღო განჩინება და ცესკოს არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ დაავალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არავითარი იმედი ამ სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img