ცესკოსთან აქცია კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Published:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, კვლავ ხმაურია.

შეკრებილები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ცესკოში განცხადების შეტანას ინდივიდუალურად გეგმავენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ცესკოსთან ყველა ჭიშკარი ჩარაზეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, რათა მათ განცხადების ჩაბარება ვერ შეძლონ.

ისინი ამბობენ, რომ ცესკო მათ სამართალდამცველების საშუალებით შენობაში შესვლის უფლებას უკანონოდ უზღუდავს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „შეგვიშვით, შეგვიშვით“.

გარდა ამისა, შეკრებილები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img