“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი – სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან

Published:

ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები – გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-დან აღმაშენებლის ხეივნისკენ მსვლელობისას პოლიციასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაცვლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ლაჩრებს უწოდებს.

„ესენი არიან ლაჩრები. ამ დღეში ჩააგდეს კაცები – ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები. გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img