ცესკო-დან ქალების მარში დაიწყო აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ცესკო-დან მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.
ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.