პენტაგონი – ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე აშშ უკრაინას 7,1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

Published:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვადის ამოწურვამდე, აშშ გეგმავს პენტაგონის მარაგებიდან უკრაინას 7,1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცეს.

ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან აიღო ვალდებულება უკრაინას გადასცეს დაახლოებით 7,1 მილიარდი დოლარი… მისი ვადის დასრულებამდე“, – აღნიშნა სინგჰმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ დაპირების შესასრულებლად და ამუშავებს დახმარების დიდ პაკეტებს, რომლებიც თითქმის ყოველ კვირას გადაეცემა უკრაინას.

„პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ აპირებს გამოიყენოს კონგრესის მიერ მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – თქვა სინგჰმა

აშშ-ის სამხედრო სპიკერმა ასევე დაამატა, რომ პენტაგონი აგრძელებს მარაგის შევსებას, რათა არ შემცირდეს აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნის დონე, ამასთან, უზრუნველყოს უკრაინამ მიიღოს საჭირო რესურსები ბრძოლის ველზე წარმატებით საბრძოლველად.

 „თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გამოვუშვით დიდი პაკეტები [დახმარების], თქვენ იცით, თავიდანვე, და თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ მათ თითქმის ყოველ კვირას ვამზადებთ.

ამიტომ, მე ველი, რომ ამ ადმინისტრაციის მომდევნო თვეების განმავლობაში, თქვენ კვლავ ნახავთ ამ პაკეტების გაცემას ჩვენი მარაგიდან,” – განაცხადა საბრიბა სინგჰმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img