ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ.
მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, არჩევნების შედეგების გაუქმება, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორს გაესაუბრნენ, თუმცა ადმინისტრაციას სტუდენტების პროტესტი არ ესმის. სტუდენტები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული.
ბათუმელი სტუდენტები დღეს, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.