15 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 19 ნოემბერს რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, „რუევიცაზე“ გაიმართება. საქართველო-ხორვატიის მატჩის 19 საათზე დაიწყება.
რამაზ სვანაძის გუნდმა 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში ითამაშა. ახლა კი აქვს რეალური შანსი, ფინალური ეტაპის საგზური სპორტული შედეგით მოიპოვოს. გუნდმა ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მიზნის მიღწევამდე მხოლოდ ორი მატჩი დარჩა.
გუშინ ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სრული შემადგენლობით გამართა. მანამდე კი მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებულ სერიას განაგრძობს.