ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, ჯოსე მანუელ ბაროზო – პუტინს არ სურს უკრაინის არსებობა, ევროკავშირის გადასაწყვეტია, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, შეასრულოს თავისი იმპერიალისტური ხედვა

Published:

პუტინს არ სურს უკრაინის არსებობა, ევროკავშირის გადასაწყვეტია, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, შეასრულოს თავისი იმპერიალისტური ხედვა- ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოსე მანუელ ბაროზომ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არავის სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს.

ბაროზომ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი იყო, გაიხსენა წევრი ქვეყნების დიპლომატიური უთანხმოება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე ევროკავშირის საერთო პასუხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, სამი ვარიანტი იყო: ომის გამოცხადება რუსეთისთვის, სანქციების დაწესება ან დაგმობის განცხადება.

ბაროზოს თქმით, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს „ძლიერი მხარდაჭერით“, ბლოკმა აირჩია მეორე ვარიანტი, სანქციები, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან წინააღმდეგობა გაჩნდა. მისი თქმით, პირველი ვიქტორ ორბანი იყო, რომელიც არ დაეთანხმა სანქციებს. მაგრამ  ორბანის თქმით, კონსენსუსის შემთხვევაში, წინააღმდეგი არ იქნებოდა.

„პირველი, ფაქტობრივად, ორბანმა თქვა: „არ ვეთანხმები სანქციებს, რადგან იქნება კონტრსანქციები,– განაცხადა

ამასთან, ბაროზოს თქმით, ნიდერლანდები იყო „საკმაოდ იზოლირებული“ თავის შეხედულებებში, ხოლო მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და სლოვაკეთი აჩვენებდნენ ორაზრვნების გარკვეულ დონეს.

ევროკომისიის თავმჯდომარეობის 10 წლის განმავლობაში ბაროზო პუტინს ოცზე მეტჯერ შეხვდა.

ბაროზოს თქმით, რუსეთის ლიდერს „არ სურს უკრაინის არსებობა“, მაგრამ წარმოიდგენს მას ბელარუსის მსგავს „ვასალურ სახელმწიფოდ“, დამოუკიდებელი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გარეშე.

„პუტინს არ სურს, რუს ხალხთან მისვლა და თქმა: „კარგი, ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ რამდენიმე ტერიტორია, ცოტა დონბასში, ცოტა ყირიმში“. არა. პუტინის მიზანია, უკრაინა, როგორც ქვეყანა არ არსებობდეს. მე ვიცი, რადგან ვესაუბრე მას ამის შესახებ. მან მითხრა: „რატომ იცავთ უკრაინას? კარგად იცით, რომ უკრაინა არის ხელოვნური ქვეყანა, რომელიც შეიქმნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ევროკომისიის მიერ“. მე ვუთხარი მას: მომისმინეთ, „ევროკომისიას რომ შეექმნა უკრაინა, ინფორმირებული უნდა ვიყო“. ევროკავშირის გადასაწყვეტია, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, შეასრულოს თავისი იმპერიალისტური ხედვა, თუ მისი იმპულსები შეკავდეს“, – განაცხადა ხოსე მანუელ ბაროზომ.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რათა მან შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, ან ვიტყვით: „კარგი, ბატონო პუტინო, თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ჩვენ სუსტები, თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ უკრაინა. ჩვენთვის ეს ასე ამნიშვნელოვანი? ეს არის დილემა,”  – თქვა ბაროზომ.

შეკითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბაროზომ თქვა, რომ ბლოკს არასოდეს მიუღია ომში მყოფი ქვეყანა თავის რიგებში, ამიტომ ბრიუსელს არ შეუძლია დანიშნოს თარიღი, რომლითაც კიევი მზად იქნება გაწევრიანებისთვის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას გახდეს ევროკავშირის წევრი“, – დაასკვნა მან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img