უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

Published:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, რადგან სანქციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ფასები არ დაიკლებს”, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ამერიკული კომპანიები იხდიან იმ თანხის მეოთხედს, რასაც მათი ევროპელი კოლეგები ხარჯავენ გაზსა და ელექტროენერგიაზე და ამ ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ სანქციების გადახედვითაა შესაძლებელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img