„ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ“ სენაკში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

Published:

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ – საქართველო“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 27-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანებ8ის საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აქველმოქმედო აქცია მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს ჩატარდა.

„საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა მიიღო (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, სამსახურის 121-მა ბენეფიციარმა და მათმა ოჯახის წევრებმა ისარგებლეს. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 242 ოპტიკური სათვალე და 15 გლუკომეტრი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა -საქართველოს“ შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 27 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3007 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 4201 სათვალე;

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img