არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

Published:

რეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img