მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა კვიტატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განუცხადეს, კვიტატიანი თავს კარგად გრძნობს და მალე ამერიკულ ჰოსპიტალს დატოვებს.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულებს, პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი პარტიის სამი წევრი ამ დრომდე პოლიციის შენობაში რჩება.