თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლას და აცხადებს, რომ „არავის მიეცემა შესაძლებლობა საზოგადოებას ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში”.
„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობს კანონი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, მიზანმიმართულად კეტავ გზებს, მაშინ, როდესაც არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება ყოველთვის. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ვინც არ უნდა იყო.
რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას? რატომ აგინებ, რატომ ესვრი რაღაცებს? არ არის ეს სწორი ფორმა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს მიაწოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. არ არის სწორი პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.