მამუკა მდინარაძე – ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს

Published:

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებას შეაფერხებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიდინგზე განაცხადა.

“XI მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არაა. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ შეაფერხოს ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არაა. გვითხრან, რომელ ნორმას მიიჩნევენ თუ ასეთად რომელიმე ნორმას მიიჩნევენ და იმაზეც გავცემთ პასუხს”, – თქვა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img