უკრაინის საჰაერო ძალებმა 56 დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს

Published:

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„11:00 საათისთვის მტრის ორი X-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტისა და 56 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 58 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 6-მა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img