ვოლოდიმირ ზელენსკი სოლიდარობისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

Published:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეათასე დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის გზავნილისთვის.

“მადლობა თქვენი გზავნილის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ორივე ერისთვის მშვიდობიანი განვითარებული მომავლის იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების მეათასე დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“უკრაინელო მეგობრებო, ათასი დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს და აკონტროლოს სხვების, მეზობლების ტერიტორიები. ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა არასდროს იქნება დავიწყებული. შესაძლოა, დამთხვევაა ან არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები აღუდგნენ რუსეთის მორიგ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს მცდელობა არ იქნება წარმატებული და ყველგან სადაც ადამიანები დადგებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ისინი გაიმარჯვებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img