გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო ბავშვთა დღე მიულოცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა გასართობი ცენტრის ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს.
„მოსწავლეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მერიისგან მხატვრული ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა.
მსოფლიო ბავშვთა დღე 20 ნოემბერს აღინიშნება. ის ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს, არის გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღი და მისი აღნიშვნა ცნობიერების ამაღლებასა და რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.