გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე კვლავ ოლაფ შოლცს წარადგენს

Published:

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.

ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს, ოლაფ შოლცს.

შეგახსენებთ, გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა. ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები, რის შემდეგაც ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img