კონსკიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე – პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს “ოცნება” აპირებს, უკანონოა

Published:

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს, უკანონოა.

“უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს “ოცნება” აპირებს, უკანონოა.

1. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.

2. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.

3. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება.” – წერს ვახუშტი მენაბდე.

დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომელზეც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img