2024 წლის დეკემბერში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

Published:

2024 წლის დეკემბერში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით, 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება.

საარჩევნო კოლეგიას აქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია. რომელიც დაკომპლექტებულია შემდეგი პრინციპით: 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული ხმების გადანაწილებით, პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. 2024 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, პოლიტიკური პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებით.

პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს.
პრეზიდენტის არჩევა 300 კაციანი საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმრავლესობა სჭირდება. ამერიკული მოდელის საარჩევნო კოლეგიაში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 ხმის გამოკლებით, 280მანდატიდან, 156 მანდატს “ქართული ოცნება” ფლობს, ხოლო კოლეგიაში დანარჩენი 124 მანდატი სხვა პარტიებზეა გადანაწილებული.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნები სრულ თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან, არჩევნები უნდა ჩაინიშნოს არაუგვიანეს 2024 წლის 14 დეკემბრისა, ხოლო ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2024 წლის 29 დეკემბრისა. ასეთ შემთხვევაში, სრულად იქნება დაცული კონსტიტუციაში განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img