ბუნდესლიგა 2-ის მეხუთე ტურში, ბუდუ ზივზივაძის კარლსრუემ შალკეს უმასპინძლა. ქართველმა შემტევმა მინდორზე 78 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. სწორედ ბუდუს გოლებით, კარლსრუემ დამაჯერებლად იმარჯვა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.
ზივზივაძეს 6 გოლი დაუგროვდა და ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაც ფიქსირდება. კარლსრუე კი 13 ქულით დიუსელდორფთან ერთად გათამაშებას ლიდერობს.
Sofascore-მა მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც კუთვნილი ადგილი ზივზივაძემაც დაიკავა. ქართველის თამაში 8.2 ქულით შეფასდა. აქვე მოგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში, ბუდუ და მისი თანაგუნდელები მაგდებურგს ეწვევიან. ეს დაპირისპირება 22 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.