სებ-მა ოქტომბერში $591 მილიონი გაყიდა – ინტერვენციების ზუსტი სტატისტიკა ცნობილია

Published:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების ოქტომბრის თვის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული თვის განმავლობაში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე გაყიდული თანხა რეკორდულად დიდი იყო და ის 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი.

ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა უცნობი იყო ამ კლებაში რა წილი მოდიოდა წმინდა ინტერვენციებზე, რაც როგორც სავალუტო აუქციონებს ასევე Bmatch პლატფორმით გაყიდულ სახსრებს მოიცავდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამ ინტერვენციების ჯამი 591 მილიონი დოლარი იყო. მთლიანად სექტემბერ-ოქტომბერში კი სებ-ის გაყიდვებმა 698 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე ორი თვის ჭრილში რეზერვების ყველაზე დიდი ხარჯვაა ეროვნული ბანკის ისტორიაში.

ზუსტი სტატისტიკა იხილეთ აქ:

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img