19-წლამდე გოგონათა ნაკრები „ბასაზე“ ემზადება

Published:

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ემზადება.

ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. მატჩები 26 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნიას, უელსსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსნები მიიღებენ. მოახლოებული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩი დინამო“), ანანო სიგუა („რაჭა“);
  • დაცვა: ნატა კვირკვაია, ნათია ცეცხლაძე (ორივე – „ნიკე-ლუსო“), მარიამ კაკულია („დინამო“ გაგრა), თამუნა ლონდარიძე („ნორჩი დინამო“), ლიზი გოგალაძე („კვარტალი“), ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“);
  • ნახევარდაცვა/თავდასხმა: ელენე ჩიქოვანი, ნათია ჯოჯუა, ნინო ბუხრიკიძე (სამივე – „ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია, ლიზი კანკია (ორივე – „კვარტალი“), მარიამ მამფორია, ანანო მიქაბერიძე (ორივე – „რუსთავი“), ანა საგირაშვილი („ნორჩი დინამო“), კესო მეტონიძე („რაჭა“), მარიამ ობოლაძე („ჰეგაუერი“, გერმანია), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), თაკო ბულია („კოლხეთი“ ხობი).

მატჩების განრიგი:

26 ნოემბერი. 16:00

  • ბოსნია – საქართველო

29 ნოემბერი. 16:00

  • უელსი – საქართველო

2 დეკემბერი. 16:00

  • საქართველო – ლიეტუვა

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img