“ძლიერი საქართველო” ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს

Published:

კოალიცია, “ძლიერი საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების ჩახსნის თაობაზე ოფიციალურად მიმართავს,- ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. 

“მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში, საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონრკეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიო უწყებებთან, რომლებმაც უამრავი ფაქტი დადეს გაყალბების.

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს პარლამენტი ლეგიტიმურად.

ასევე იცით, რომ არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ არ აღიარა ეს პარლამენტი. უამრავი კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ იქნა აღიარებული და იმავე დღესვე, მეორე-მესამე დღეს განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ძლიერი საქართველო არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით და ამ სიმტკიცით და იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, დემონტაჟს გავუკეთებთ ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი, ადამიანთა ხმები.

ამიტომ, დღეს ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას – ჩვენ მივმართავთ ცესკოს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით”, –  თქვა ხაზარაძემ ბრიფინგზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img