კირ სტარმერი – დიდი ბრიტანეთი იქნება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის მცდელობების სათავეში

Published:

დიდი ბრიტანეთი იქნება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის მცდელობების სათავეში, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს.

სტარმერის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „დიდი ხნის დაგვიანებულია“, თუმცა იმედოვნებს, რომ ის გადაიქცევა „ლიბანში გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტად“.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა იქნება „გარკვეული შემსუბუქება“ ლიბანისა და ისრაელის ჩრდილოეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებმაც „წარმოუდგენელი შედეგები განიცადეს“ კონფლიქტის განმავლობაში.

„ახლა ეს შეთანხმება უნდა იქცეს გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტად ლიბანში, უშიშროების საბჭოს 1 701 რეზოლუციაზე დაფუძნებით, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს „დაუყოვნებელი პროგრესი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და უიმედოდ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების მოხსნისკენ“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img