ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არცერთ კორპუსში აღარ იქნება ამორტიზებული ლიფტი

Published:

რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება. 2024 წელს დაგეგმილი 82 ლიფტიდან, 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

მე-7 მიკრორაიონის N27 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის” და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ქალაქში არსებული ამორტიზებული ლიფტები ჩანაცვლდებოდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტებით. ამას გარდა, რუსთავის მერიამ, ლიფტების მოვლა- პატრონობაზეც სრულად ავიღეთ პასუხისმგებლობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, სრულ მოდერნიზებაზე და მოვლა-პატრონობაზე, 11 მილიონი ლარია ბიუჯეტიდან დახარჯული. საქართველოს მთავრობის თანადგომით, დღეს, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში, უკვე 300-ზე მეტი ლიფტია სრულად მოდერნიზებული და ახლით ჩანაცვლებული. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსთაველებისთვის მიცემული ყველა დაპირება შევასრულოთ და რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არცერთ კორპუსში აღარ იქნება ძველი ამორტიზებული ლიფტი და მოსახლეობა, თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კორპუსებში იცხოვრებს“-განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ინფორმაციით, ლიფტების სრული მოდერნიზება, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხდება, რაც მართვის ახალი კარადის მონტაჟს, ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ძრავის, სამანქანე ტექნიკის და კაბინის მოწყობას ითვალისწინებს.

ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების და უფასო ლიფტების პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო.

მათივე ცნობით, 2024 წლის რუსთავის ბიუჯეტში, ლიფტების მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად 2 330 000 ლარი იყო გათვალისწინებული. 2022-2024 წლებში, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 330 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img