11 სასამართლო პროცესი გადაიდო

Published:

11 პირის სასამართლო პროცესი, რომელთა მიმართაც 10 და 17 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს, ასევე თსუ-სთან გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, გადაიდო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომა 11 დეკემბერს გადადო.

როგორც ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ ესწრებოდა, ვინაიდან მოსამართლეს სხვა სხდომებიც ჰქონდა ჩანიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი ფურცელი წარმოადგინა, რითაც უნდათ, რომ 18 წლის ბავშვები დააჯარიმონ იმ გარემოებებში, როცა ასეულობით, ათასეულობით ადამიანი იყო იმ მარშზე. 18 წლის ბავშვების გასამართლება ამ ერთი ფურცლით უნდათ, ეს არის მტკიცებულება, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც, ოქმით უნდათ გასამართლება, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ”,- აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული წარმოება 11 პირის – გოგა ფოლადაშვილის, თეონა ჭალიძის, თეიმურაზ ცერცვაძის, სოფიო კუპრაძის, ქრისტინე ბოტკოველის, ნიკა ფარულავას, ვახტანგ ხადურის, გაბრიელ კობახიძის, თინათინ პატარაიას, ბექა კვინიკაძისა და თენგიზ გეწაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img