სოფელ შულავერსა და წერეთელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტირების ეტაპზეა ქალაქ მარნეულში დაგეგმილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
„თანამედროვე სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტური შენობები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. სამივე საბავშვო ბაღი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ჯამში 550 ბავშვს მოემსახურება.
საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 10 416 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად 10 საბავშვო ბაღი აშენდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.