ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

Published:

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე – როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. 28 ნოემბერს მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი მოწოდება იქნება, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან დაუშვებელია ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს რეზოლუცია, როგორც ევროპარლამენტარებმა უკვე აღნიშნეს, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img