იყავით ძლიერი და განაგრძეთ ბრძოლა თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის – თქვენი გამბედაობა შთააგონებს მსოფლიოს, – ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველო ევროპას ეკუთვნის.
„ქართველ ხალხს უფლება აქვს აირჩიოს თავისი ბედი და ევროპული მომავალი. ჩვენი გული თქვენთანაა“, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.