გიორგი გახარია – როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?

Published:

გამოფხიზლდა თუ ჯერ კიდევ ნაბახუსევზეა და სისულელეებს ლაპარაკობს? – როდესაც საუბრობენ საკითხებზე, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვთ, ჯერ უნდა გამოფხიზლდნენ, სითამამე მოიკრიბონ, სარკეში დადგნენ და ივარჯიშონ და მერე კიდევ ერთხელ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი კერპისგან – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე მათი ცირკის დირექტორი რანაირ განკარგულებას მისცემს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია

„გამოფხიზლდა [ირაკლი კობახიძე] თუ ჯერ კიდევ ნაბახუსევზეა და სისულელეებს ლაპარაკობს? შეშინებული მონები! ესენი ხომ არ არიან თავისი ნების გამომხატველი ადამიანები, აქამდე ხომ არ ვკადრულობდი ბევრ რაღაცას, უბრალოდ დღეს არალეგიტიმური უკანონო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, ჩვენ ყველანაირი თავისუფლება გვაქვს და ყველაფერს საკუთარ სახელს ვარქმევთ. ახლა უკან დახევა სცადეს, რაღაც ახსნები, რაღაც ულაპარაკია, ჯერ ევროკავშირმა მიგვიღოსო, მოაწეროს ხელიო და მერე ჩვენც მოვაწერთო.

საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანია, ჩვენ იქ მივდივართ, ისინი კი არ მოდიან. ჩვენი ფასეულობა ყოველთვის არის ღირსებასთან, ოღონდ ნამდვილ ღირსებასთან, ისეთ ღირსებასთან კი არა მაგათ რომ ჰგონიათ, ფული ჰგონიათ მაგათ ღირსება, მათი ღირსება ძალადობა და ტყუილები გახდა, დღისით რომ ატყუებენ ერთმანეთს, ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ასე უნდა ელაპარაკონ.

ამიტომ როდესაც საუბრობენ საკითხებზე, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვთ, ჯერ უნდა გამოფხიზლდნენ, სითამამე მოიკრიბონ, სარკეში დადგნენ და ივარჯიშონ, ცოტა უფრო მეტი და მერე კიდევ ერთხელ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი კერპისგან. ეს ის ხალხია, რომელიც დღეს, რომ ერთ განცხადებას გააკეთებს, შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და საპირისპირო თქვან, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მათი ცირკის დირექტორი რანაირ განკარგულებას მისცემს. დღეს ასეთი განკარგულება მიიღო, ხვალ შეიძლება სხვა რაიმე თქვას, ზეგ შეიძლება თქვან, რომ მე ეს კი ვთქვი, მაგრამ სხვა რამე ვიგულისხმეო. როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ? ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ, ისე როგორც შეგვიძლია.

ეს სისულელეები რასაც ახლა ბოდავენ, როდემდე შეიძლება ამათი კომენტირება, როდემდე უნდა იყოს ტყვეობაში ქვეყნისა და ახალგაზრდების მომავალი. მერე საღამოს წავლენ დათვრებიან, ერთმანეთს გაამხნევებენ, ერთმანეთს ეტყვიან, რომ მაგარი ბიჭები არიან, მერე დილით მოვლენ და წაშლილი სახეებით ერთსაათიან ბრიფინგს ჩაგვიტარებენ. ეს ყველაფერი სასაცილოა და დასამთავრებელია. სამი პირობა შესრულადო და ახლა მეოთხე პირობის შესასრულებლად ველოდებით თუ როდის დამთავრდება უკრაინაში ომიო, თითქოს, უკრაინაში ომის დამთავრება კობახიძეზე ან ივანიშვილზე იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img