აქციაზე დაშავებულ “პუბლიკის” ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

Published:

29 ნოემბერს აქციაზე დაშავებულ “პუბლიკoს” ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. TV პირველთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს ნიღბიანი სპეცრაზმელები. 

“კუთხეში ვიყავი პარლამენტთან, პარლამენტის შენობის გვერდით, როცა დავინახეთ, რომ გამოცვივდნენ ეს ნიღბიანი პირები, დაერივნენ მოქალაქეებს და მე უკან-უკან წამოვედი. თან ვიღებდი, თან ვაგრძელებდი მუშაობას, უცებ ვიგრძენი, რომ მეც მომკიდეს ხელი და შემათრიეს თავისთან. რომ შემათრიეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მითხრეს ჟურნალისტი, რომ ხარ მაგიტომ. მაგინებდნენ და დამიწყეს ცემა გამეტებით, ხელებით, ერთგვარი კორიდორივით ამატარეს მაღლა წამიყვანეს დასაკავებლად ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველა მომდიოდა და მირტყამდა. რამდენჯერმე დავეცი და ფეხები მირტყეს სახეში, ძირითადად სახეში მირტყამდნენ. ცხვირი გამიტეხეს და სახე მაქვს შეშუპებული. დამჭირდა ოპერაცია ცხვირზე” – თქვა ალექსანდრე ქეშელაშვილმა ინტერვიუში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img