ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

Published:

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს. ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა ფრანგული L’equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სახლიდან 200 000 ევრომდე ღირებულების ნივთებია წაღებული.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული “ლიონის” ღირსებას 2024 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი, მას 35 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img