დოდი ხარხელის სახლში პოლიცია იმყოფება

Published:

სამოქალაქო აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში პოლიცია იმყოფება. სავარაუდოდ, მიმდინარეობს სახლის ჩხრეკა.

ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებენ პოლიციელები აქტივისტს საბავშვო ბაღთან, სადაც მან შვილი დატოვა.

პოლიციაა მობილიზებული დოდი ხარხელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან. ადგილზე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ აქტივისტს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img