ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
„12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები,“ – განაცხადა მან.