გიორგი ნაზღაიძემ დამრბევ სპეცრაზმელთა სიაში ძმა აღმოჩინა

Published:

“ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს”, – ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც დამრბევი სპეცრაზმელების სიაში თავისი ძმა აღმოაჩინა. 

ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ძმასთან ოჯახს წლებია არ აქვს კავშირი და მათთვის მისი სახელისა და გვარის ნახვა ამ სიაში მოულოდნელი იყო.

“ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები… ყველა გამოდით ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ იმას იცნობთ” – თქვა ნაზღაიძემ.  

მედიამ გაავრცელა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს არბევდნენ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img